მიხეილ სარჯველაძე: სანქციების გამოყენება როდესაც ხდება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც დაიბადა, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან

მიხეილ სარჯველაძე: სანქციების გამოყენება როდესაც ხდება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც დაიბადა, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან

არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, ეს შეუთავსებელია, ქვეყნის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სანქციების გამოყენება როდესაც ხდება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც დაიბადა, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, კითხვებზე პაუსუხების გაცემას ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც მოითხოვს.

„ყველა ვხედავდით, რომ სასამართლოს წინააღმდეგ მსხვილი კამპანია მიმდინარეობდა. ვხედავდით, არსებობდა განსხვავებული დამოკიდებულებები, შეხედულებები სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, მოსამართლეებთან მიმართებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული სასამართლოში, რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას. ეს შეუთავსებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, ან როგორც არ უნდა დავარქვათ ამას, რაღაც მათი გადაცდომების გამო, ასე ამბობენ ავტორები ამ სანქციების, ხდება სანციების, არახელსაყრელი ზომების გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს სახელმწიფოში, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც დაიბადა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული სამართალდარღვევას და სიმპატიის და ანტიპატიისთვის არ უნდა ხდებოდეს სანქციების გამოყენება-არ გამოყენება. ქალბატონი ელჩი თავს აშკარად არიდებს პასუხის გაცემას, რატომ არ გამოიყენეს სანქციები სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. რა არის ის კონკრეტული, თუნდაც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც თვლიან ისეთ გადაცდომად, რაც იმსახურებს სანქციების გამოყენებას და რაც არ ჰქონდა ჩადენილი წინა ხელისუფლებას, კარგი იქნება თუ საზოგადოებაში გაჩენილ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, რადგან ამას მოითხოვს ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც, ესეც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.