მიხეილ სარჯველაძე: ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო

მიხეილ სარჯველაძე: ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო

ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და მეტად პრობლემური იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ახსნა სჭირდება, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ შორის იქ არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც რამდენიმე წელიწადია აღარ არის მოსამართლე. რამ განაპირობა, რომ არამოქმედი მოსამართლე ამდენი წლის მერე მოჰყვა ამ სიაში?! ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და მეტად პრობლემური იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.