არჩილ თალაკვაძე პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საუბრები პროტესტის სპონტანურობის შესახებ კითხვის ნიშნებს აჩენს, განსაკუთრებით ცისკარიშვილის განცხადების ფონზე.
„ისინი გამოყარეს აქციიდან მეორე დღეს და სავარაუდოდ იმიტომ გამოაგდეს, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ - მიატოვეს ახალგაზრდები შუა პროტესტში. მეორე დღეს მათ წაართვეს მიკროფონები და გაყარეს მიტინგიდან. შემდეგი შეხვედრის შესაძლებლობა როცა ექნებათ ამ პროტესტის მონაწილეებთან, იქ უნდა გაარკვიონ, თვითონ აორგანიზებდნენ ამ პროტესტს თუ ეს სპონტანურად მოხდა, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მით უმეტეს იმ განცხადების შემდეგ, რაც ცისკარიშვილმა გააკეთა“, -აცხადებს თალაკვაძე.
„ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მანამდე ჩატარებული 24 თებერვლის აქცია.