საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოცაილურს ქსელში აღიარებათა სერიას ეხმაურება.
"აღიარებათა სერიიდან:
- გუშინწინ, კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?!
- გუშინ, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი.
- დღეს, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…
რა ხდება, ვინმემ, ხომ არ იცით?"