ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ნატოსთვის. როდესაც წლიური ეროვნული პროგრამა დავამტკიცეთ 2022 წელს, ჩვენ განვსაზღვრეთ 10 რეკომენდაცია, რომელთა შესრულება საჭიროა, - ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია მათი მსგავსია.
„ეს 2 პროცესი ერთმანეთის მსგავსია. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესს. რეგულარულად მაქვს შეხვედრები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რათა მივიღოთ ინფორმაცია და ჩვენც მივაწოდოთ ცნობები იმის შესახებ, თუ ჩვენ რას ვაკეთებთ. გვჯერა, რომ საქართველო აკეთებს ნაწილს, რაც საჭიროა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად იმ რეფორმების თვალსაზრისით, რაც ჩვენ გვსურს საქართველოში ვიხილოთ, მაგრამ ეს ნაწილია. ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულება დასრულებული არაა. ჩვენ ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ პოლარიზაციის ხარისხით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, ეს არამარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ ერთად იმ რეფორმების შესასრულებლად, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იყოს მზად ნატოში მომავალი წევრობისთვის“, - განაცხადა კოლომინამ.