შალვა პაპუაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება და თავმჯდომარეს შეუძლია ამ უფლების პარლამენტარზე დელეგირება. სამწუხაროდ, დეპუტატები ამ უფლებით გადაჭარბებულად სარგებლობენ

შალვა პაპუაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება და თავმჯდომარეს შეუძლია ამ უფლების პარლამენტარზე დელეგირება. სამწუხაროდ, დეპუტატები ამ უფლებით გადაჭარბებულად სარგებლობენ

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება, ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. სამწუხაროდ/ პარლამენტის წევრები ამ უფლებით გადაჭარბებულად სარგებლობენ. რაც სცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც განსაზღვრულია უფლებებთან დაკავშირებით ან სხვა მხრივ ინტერესთან მონახულების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც აღნიშნეს, რომ არ მიეცათ საპატიმროში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების საშუალება.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დაკავებულ პირთან მიმართებით, დამატებითი უფლებრივი საჭიროება ჩარევისა და მონახულების არ არსებობს და არის საკითხის პოლიტიზების საფრთხე.

„ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის და ყველაფერი საჯაროა და არ მგონია, არსებობს დამატებითი უფლებრივი მხრივ ჩარევის და მონახულების საჭიროება. მეორე მხრივ კი, ვხედავ საფრთხეს, მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება და თქვენს გამოსვლას სწორედ ეს შინაარსი აქვს, - გინდათ აქ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ - ეს არის სწორედ საფრთხე, მათ შორის, მართლმსაჯულებისთვის. რაც შეეხება თავად საკითხს, ბრალდება წარდგენილია და ამის მიხედვით იმსჯელებს თავად სასამართლო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.