ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა სტატუსს და არც წელს იმსახურებს, რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო კამპანიაში ჩაერთო, რაც სამწუხაროა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა სტატუსს და არც წელს იმსახურებს, რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო კამპანიაში ჩაერთო, რაც სამწუხაროა

სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო კამპანიაში ჩაერთო, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების დროს პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუს არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს.

„სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ამოხსენებაში აქვს ეს ნათქვამი. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო რიტორიკაში, კამპანიაში ჩაერთო, რაც ძალიან მძიმე, სამწუხარო და დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.