საქართველოში რუსული კანონი არ განიხილებოდა. განიხილებოდა ამერიკული კანონი, ისიც გაუმჯობესებული ვერსია, რადგან ამერიკული კანონი არაფრად ვარგოდა და კატასტროფული იყო. თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა წაუკითხავი კანონი გააპროტესტა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება დეპუტატებს, ხუთმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ უბრალოდ არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება. ადამიანური ამბავია და ჩვენ გვესმის ამ ყველაფრის. ისინი იყვნენ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და რჩებიან ღირსეულ წევრებად“, - აღნიშნა კობახიძემ.