„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს.
„რეალურად კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ აღიარა მორიგი დანაშაული. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. დაუშვებელია პოლიტიკური ძალების დაფინანსება გადაჭარბებული ოდენობით. ლიმიტები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა, მან აღიარა, რომ რეალურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას კიდევ ერთხელ და არალეგალურად, შავი, სისხლიანი ფულით აფინანსებს საქართველოში ოპოზიციურ, რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს. მისგან დანაშაულები არავის უკვირს. ის არის ჩვეულებრივი სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მაქსიმალურად არიოს ვითარება ამ ქვეყანაში, თუმცა ამას ცდილობს ის წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.