ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად.

მისივე თქმით, იგივე ინტერესი აქვთ რადიკალური ოპოზიციის პატრონებს.

„რამდენიმე დღის პარლამენტში მოხსენების დროს სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს, ანუ ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს - ეს არის გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესია საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი​ და საქართველოში იყოს მშვიდობა“, - აცხადებს კობახიძე.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ უნდა, ვინაიდან ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. პარტია „დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსით ავტორიტარიზმს გაამყარებს.