ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საპირისპირო მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უფრო მეტიც: ისინი ელოდებიან დეკემბერს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,რათა ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის - ეს არის მათი მოლოდინი. ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ წელს, დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს“, - განაცხადა კობახიძემ.