გურიის საკალათბურთო სკოლებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცათ

გურიის საკალათბურთო სკოლებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცათ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა,  რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად ადგილობრივ ფედერაციას - გურიის საკალათბურთო სკოლებისთვის სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცა.

ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, რეგიონის  კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  შეხვდნენ.