ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ

ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ

„რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება არის „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა.

„ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება არის „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა. ყველამ იცის და ცხადია, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფლობს ყველა სახელისუფლებო ტელევიზიას, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, ხოლო ოპოზიციაში ოლიგარქის ძიება, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნებიდან“, დიახ, არის პოლიტიკური დაკვეთა.

მე შემიძლია, ვისაუბრო „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. პარტიას არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს. არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.