სოზარ სუბარი 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი ქუჩაშია და დარჩება ქუჩაში

სოზარ სუბარი 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი ქუჩაშია და დარჩება ქუჩაში

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს საფუძვლებს ვერ შეარყევს.

„ოპოზიცია მუდმივად ცდილობს შეარყიოს სახელმწიფოს საფუძვლები, ოღონდ ისინი ამას ვერ აღწევენ. ჩვენი პასუხი ამაზე არის სახელმწიფოს მშენებლობა, ის ეკონომიკური ზრდა, ის რეფორმები და მათ შორის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც საქართველოს გზას უხსნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მათი [„ნაცმოძრაობის“] ადგილი ქუჩაშია და დარჩებიან ქუჩაში“, - განაცხადა სუბარმა.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.