ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს

ირაკლი კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული რედაქცია, შესაძლოა, ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა უახლოეს მომავალში შედგება.

„ამის შემდეგ, ვიდრე განახლდება პლენარულ ფორმატში განხილვა, შესაძლებელია, კანონპროექტი გავგზავნოთ ​ვენეციის კომისიაში, ამაზეც მიდის მსჯელობა. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ კვირაში განახლდება ამ კანონზე საკომიტეტო ფორმატში მსჯელობა. ამაზე იყო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი მხრიდან გამოიხატა ასეთი ინტერესი, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ ხელმეორედ გაიგზავნოს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, უკვე ჩასწორებული დოკუმენტი“, - განაცხადა კობახიძემ.