გია ცაგარეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: თუ ვინმეს ჰგონია, ქართული დემოკრატია „მოლოტოვის კოქტეილზე“ უნდა გადიოდეს, ძალიან ცდება. ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს

გია ცაგარეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: თუ ვინმეს ჰგონია, ქართული დემოკრატია „მოლოტოვის კოქტეილზე“ უნდა გადიოდეს, ძალიან ცდება. ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული დემოკრატია „მოლოტოვის კოქტეილზე“ უნდა გადიოდეს, ძალიან ცდება. ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის ქმედებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, ხდება გაუგონარი რამ - ამ ადამიანისა და ამ ქმედების ჰეროიზაცია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული დემოკრატია „მოლოტოვის კოქტეილზე“ უნდა გადიოდეს, ძალიან ცდება. ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ეს არის პრინციპი, ამოსავალი ჩვენი დემოკრატიის. ჩვენ ევროპას ამაში ვედრებით და ეს გვინდა სწორედ დავამკვიდროთ აქ, საქართველოში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. შსს -ს ინფორმაციით, მამაკაცი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.