ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე, აქედან გამომდინარე, აწუხებთ ის ვითარება, რომელიც შექმნილია კონკრეტული დაკავებულის გარშემო

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე, აქედან გამომდინარე, აწუხებთ ის ვითარება, რომელიც შექმნილია კონკრეტული დაკავებულის გარშემო

როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ დროს ცდილობენ, ამ ყველაფერს მოუძებნონ პოლიტიკური სარჩული, ეს თავისთავად მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განუცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე ძალადობაზე რადიკალური ოპოზიცია არის პასუხისმგებელი.

„სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველის გამზირზე, აქედან გამომდინარე, აწუხებთ მათ ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი ამ კონკრეტული დაკავებული პირის გარშემო“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში ჩვენებას დღეს მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.