დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები. ყოველივე ეს ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები. ყოველივე ეს ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია

პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება იყო მშვიდობისკენ და თხოვნა. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგია, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რომელიც საზოგადოებაში ცალ-ცალკე განიხილება, თუმცა დეკანოზმა აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია.

„ხშირად ჩვენ ამას არ ვუღრმავდებით და არ მივდევთ ყოველ კრიტიკას, გამოხმაურებას, ნეგატიურს, ტყუილსა თუ ცილის წამებას. ასე იყო პატრიარქის წერილთან დაკავშირებითაც. პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე ამ მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება იყო მშვიდობისკენ და თხოვნა. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგია, რომ ვითარება მშვიდობისკენ გადახრილიყო. ამას მოჰყვა საშინელი კრიტიკა. ამაზეც არ ვაპირებდით გამოხმაურებას, რადგან ცხადი იყო, ვინც წაიკითხა განცხადება, რომ ეს იყო სრულიად მოგონილი თემა. თუმცა, ბოლო დღეებში საკითხი მივიდა ფიზიკურ დაპირისპირებამდე“, - განაცხადა მღვდელმსახურმა.

ამასთან, მამა ანდრიას თქმით, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ საპატრიარქოს სკოლებში და დაფინანსების წყაროს იკვლევდნენ.

„გადამღები ჯგუფის ოპერატორი სკოლის დირექტორს მთელი პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე, მამის ტოლა კაცს ეუბნება, რომ თავზე გადაგამტვრევ ამ კამერასო. გადავწყვიტეთ, რომ ამაზე რაღაც რეაგირება ყოფილიყო. ჩვენ სკოლა ვართ, საპატრიარქო და არ მივდივართ იმ გზით, რომ საჩივარი შევიტანოთ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევა თბილისში, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მოხდა. მამა ანდრიას თქმით, ერთ-ერთი სკოლა, სადაც გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ასევე სენაკში არსებული საპატრიარქოს სკოლა იყო.