სახალხო დამცველს ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის ნებისმიერ კლინიკაში ანალოგიური იქნებოდა, რადგან დაავადება გამოწვეულია სტრესის მიერ, რომელიც პატიმრობას უკავშირდება.
„ამ პირობებში, ის სტრესი, რამაც გამოიწვია ეს დაავადება, არ ეხსნება ადამიანს. სადაც ის თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსენება დაავადების გამომწვევი სტრესი, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე შედეგი. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და არ შეუძლიათ მკურნალობა - ეს შედეგი დადგებოდა ქვეყნის ნებისმიერ კლინიკაში, იმიტომ რომ არ არის მოხსნილი ის სტრესი, რომელმაც გამოიწვია დაავადება“, - განაცხადა გრიგოლიამ.
„ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი იმყოფებოდა.