თეონა აქუბარდია: მომიტინგეების ამ ფორმით გაშავება ძალიან მძიმე რეპრესიების დაანონსების მაჩვენებელია

თეონა აქუბარდია: მომიტინგეების ამ ფორმით გაშავება ძალიან მძიმე რეპრესიების დაანონსების მაჩვენებელია

მომიტინგეების ამ ფორმით გაშავება ძალიან მძიმე რეპრესიების დაანონსების მაჩვენებელია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კანონიერების ფარგლებში მოხდეს როგორც განხილვა, ასევე განცხადებები. უნდა დავიცვათ ყველა ის ადამიანი, რომელზეც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სურვილი, რომ გაშავების კამპანიით მთლიანად გაათეთროს ის ქმედება, რომელიც არანაირად არ თეთრდება, არც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის კუთხით და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადასახედიდან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.