ბადრი ჯაფარიძე: წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ბადრი ჯაფარიძე: წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს უნიკალური შანსი, რომელიც გვაქვს, წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამასთან დაკავშირებით იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება. ის, რასაც „ქართული ოცნება“ შესრულებულად თვლის, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.