გიორგი ამილახვარი: მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ

გიორგი ამილახვარი: მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მათი სურვილია, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში.

„მე მეტად წავახალისებ ამ პროცესს. მეტი დასავლური და ევროპული განათლება უნდა შემოვიტანოთ ჩვენს უნივერსიტეტებში და ეს რას ნიშნავს? - ჩვენ შევქმნით კონკრეტულ პროგრამასა და მექანიზმებს, რათა წავახალისოთ ერთობლივი, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა აქ, საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში, ამიტომ ამას ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა.

ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ძალიან მალე ჩვენს სტუდენტებს შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მექანიზმებს - იქნება ეს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული, თუ სხვადასხვა მიმართულებით. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, ჩვენ მათ დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამილახვრის თქმით, სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დაახლოებით, ერთ თვეში წარუდგენს.