ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისზე: ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა?

ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისზე: ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა?

ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი? - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ პირებს, ვინც 7, 8, 9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს გმირად მოიხსენიებს, გმირობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. გვიდიანი აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო შენობაზე შტურმის მიტანა, მანქანების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„თქვენ მართლა თავში „სკვაზნიაკი“ ხომ არ გაქვთ?! ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი??? გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ აქ თქვენი მოწოდებებით. ერთი დაიმახსოვრეთ, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და არავის შერჩება სახელმწიფოებრიობაზე შტურმის მიტანა. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, მათ შორის, ცხადია, ის სუბიექტიც“,- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

Aburjga Tasmanieli ის 1 ახალგაზრდა მოპიდარასტო ელემენტი, დაპატიმრებული გეორგიადი უტევდა პოლიციელებს, ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს, წვავდა პარლამენტს?! ერთი იყო?! რემბოა ბიჯო, რემბო?! არ გრცხვენიათ ამხელა უშიშროებას, პოლიციას, პარლამენტს?!
2 წლის უკან