„კოლექტიურმა ლაზარეებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც შავი თეთრზე წერია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ“. - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ვინმემ კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, არის „რუსული ოცნება“.
„ახალგაზრდა ბავშვზე, რა მუქარაც იქნება, რა ზეწოლაც იქნება, 11 წლით პატიმრობით დაემუქრებიან თუ რაც იქნება, საზოგადოებამ ერთი რაღაც კარგად უნდა აღიქვას, რომ კოლექტიური ლაზარეები, ახალგაზრდები, იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც შავი თეთრზე წერია ჩვენი ევროპული მომავლის შესახებ. ეს კონსტიტუცია „რუსულმა ოცნებამ“ აიღო და დააპირა, რომ დაეხია და კოლექტიურმა ლაზარეებმა, ახალგაზრდებმა არ მისცეს უფლება „რუსულ ოცნებას“ კონსტიტუცია გაეთელა ფეხქვეშ, თუ ვინმემ კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, თუ ვინმემ სამშობლოს უღალატა, თუ ვინმე არის დასასჯელი, მათ შორის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის, არის „რუსული ოცნება“ და რასაც ახლა ლაზარეზე მოიგონებენ, არის რუსული რეპრესიების მაგალითი“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.