გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მოსმენას პარლამენტში და თქვა, რომ მან ზუსტად შეაფასა ის მოვლენები, რაც ახლა საქართველო ხდება, თუმცა იქვე დაამატა, რომ მისი სიტყვები მან მოქმედებით უნდა შეცვალოს და გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება.

„სამწუხარო ერთი რამეა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. გუშინდელი განცხადება შეიძლება შეფასდეს იმ განცხადებად, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაგრამ მთავარი შეფასებები და მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ მის ხელშია. ის საუბრობდა 12 პუნქტიან გეგმაზე, სადაც სწორედ მას შეუძლია შეიტანოს დიდი წვლილი ამ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში და თავისი გადაწყვეტილებით, მისი დისკრეციული უფლებით, რომელიც მას გააჩნია, გაათავისუფლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, გაათავისუფლოს ოპოზიციური არხის დირექტორი ნიკა გვარამია და ამით სწორედ იმ პოლარიზება განიმუხტოს ქვეყანაში, რომელი პოლარიზებაც ერთ-ერთი შემაკავებელი ნაწილია სწორედ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს“. - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა

amo პოლარიზაცია მერე ნახე
2 წლის უკან