საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები ესტუმრნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების კლუბ "ბუნების კარის" აღსაზრდელები ეწვივნენ, რომლებიც სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობით არიან დაინტერესებული.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბავშვებს სახანძრო ავტოცისტერნა დაათვალიერებინა და სამსახურის სპეციფიკა გააცნო.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სტუმრებისთვის სამთო კედელზე საინტერესო საჩვენებელი სავარჯიშოებიც შეასრულეს.

მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  აღსაზრდელებს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილიც ჩაუტარეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება.