ზელენსკი: სიგნალი, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე მეტყველებს

ზელენსკი: სიგნალი, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე მეტყველებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების რუსეთის მიერ გაცხადებული გეგმა იმის დასტურია, რომ პუტინსა და სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები ჩავარდა.

„სიგნალი, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე მეტყველებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტს უნდა ეჩვენებინა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო ბრძოლის ველზე და ისიც, რომ მათ დაიწყეს ასეთი სისხლიანი ომი, აბსოლუტურად გასაგებია, როგორ დასრულდება ეს. საკითხავი ის არის, რომ ის უბრალოდ არ სწყალობს ჩვენს ხალხს და კლავს მათ, მაგრამ არც თავის ხალხს ითვლის. მაგრამ ეს რუსეთის საქმეა. ვფიქრობ, ის [ბელარუსის პრეზიდენტი] აღარ წყვეტს, რა სახის იარაღი იქნება მისი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.