შესაძლოა, სხვას მზერას უწუნებდნენ და მათთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ცეცხლწაკიდებული მანქანები და თავად პოლიციელები, ეს დემოკრატიის ნაწილია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ 7-9 მარტის მოვლენებზე საუბრისას.
„ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური მიზანი. არაერთი მათი წარმომადგენელია მხილებული და ბრალდებული ძალადობაში. სულაც არ მიკვირს, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ სწორედ იმას, რაც იყო მათი გეგმის ნაწილი. მერამდენედ ვიხილეთ, რომ პარლამენტში შეიჭრან, ალყა შემოარტყან, დესტრუქცია მოაწყონ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ მისცენ მუშაობის საშუალება. შესაძლოა, სხვას მზერას უწუნებდნენ და მათთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ცეცხლწაკიდებული მანქანები და თავად პოლიციელები, ეს დემოკრატიის ნაწილია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.