გიორგი ვაშაძე: ჩვენ ისეთივე ერთიანობა უნდა გამოვიჩინოთ ლაზარე გრიგორიადისის დასაცავად, როგორიც იყო რუსულ კანონთან წინააღმდეგობისას

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ისეთივე ერთიანობა უნდა გამოვიჩინოთ ლაზარე გრიგორიადისის დასაცავად, როგორიც იყო რუსულ კანონთან წინააღმდეგობისას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისეთივე ერთობა უნდა გამოიჩინონ ლაზარე გრიგორიადისის დასაცავად, როგორიც იყო რუსულ კანონთან წინააღმდეგობისას.

მისი თქმით, რუსული რეჟიმი უნდა გასამართლდეს და არა ის ადამიანები, ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, მომავლისთვის.

„ჩვენ ისეთივე ერთიანობა უნდა გამოვიჩინოთ ლაზარე გრიგორიადისის დასაცავად, როგორიც იყო რუსულ კანონთან წინააღმდეგობისას. რუსული რეჟიმი უნდა გასამართლდეს და არა ის ადამიანები, ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.