ამ ადამიანის ორიენტაცია - იქნება პოლიტიკური თუ ადამიანური, იზომება იმით, თუ რა ქმედება ჩაიდინა და სასამართლო რა შეფასებას მისცემს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ამ ადამიანს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედება. ამიტომ გამოძიებას და სასამართლო პროცესს მივყვეთ. სასამართლო პროცესი არის ღია და იქ ყველაფერი ღიად ითქმება. გამომდინარე აქედან, მისი ორიენტაცია - იქნება პოლიტიკური თუ ადამიანური, იზომება იმით, რა ქმედება ჩაიდინა მან და სასამართლო რა შეფასებას მისცემს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.