საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროცესის მსვლელობისას დაკავებულმა პოზიცია შეიცვალა და დუმილის უფლებით ისარგებლა, თუმცა პროცესის დაწყებამდე მან ბრალი ნაწილობრივ აღიარა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობაში ხმაური და შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც მანდატურებმა ლაზარე გრიგორიადისის მეგობრებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს შენობა დაატოვებინეს.
ახალგაზრდა, რომელიც გამოძიების მტიკებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში, პოლიციელების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრის, წარსულში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისია.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა