არჩილ თალაკვაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან გაგრძელდება მეგობრული, ნაყოფიერი თანამშრომლობა და ჩვენი ურთიერთობები აშშ-თან კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება

არჩილ თალაკვაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან გაგრძელდება მეგობრული, ნაყოფიერი თანამშრომლობა და ჩვენი ურთიერთობები აშშ-თან კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება

დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ ელჩთან გაგრძელდება მეგობრული, ნაყოფიერი თანამშრომლობა და ჩვენი ურთიერთობები აშშ-თან კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიანა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენ ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში. ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები დღეს არის ჩვენი რეფორმებისა და დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ ელჩთან გაგრძელდება მეგობრული, ნაყოფიერი თანამშრომლობა და ჩვენი ურთიერთობები აშშ-თან კიდევ უფრო მაღაღ ნიშნულზე იქნება.

აქცენტები, რაც მან დასვა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს; ხაზი გაუსვა ხელისუფლებისა და საზოგადოების მტკიცე ნებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, მან ხაზგასმით თქვა, რომ ჩამოდის საქართველოში, რათა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა საქართველომ მიაღწიოს თავის ისტორიულ მიზანს და გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ეს იმედის მომცემია. უფრო მეტი გამოჩნდება, როდესაც ის იქნება თბილისში და ჩვენთან პირველ სამუშაო შეხვედრებს გამართავს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რობინ დანიგანი საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩობის კანდიდატია.