სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტს მისცეს ხმა რეფერენდუმზე 31 მარტს და დღემდე ჩვენი სუვერენიტეტი, ღირსება საჭიროებს დაცვას და ჩვენი მთელი საქმიანობა ამაზე არის კონცენტრირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არის ისტორიული მოვლენა და სწორედ ამ დღიდან დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს გზა. რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მონაწილეობდნენ რეფერენდუმში, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის ღირსება და სუვერენიტეტი იყოს დაცული. დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გარშემოც გვიწვეს ჩვენ რთული გადაწყვეტილების მიღება, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტს მისცეს ხმა რეფერენდუმზე 31 მარტს და დღემდე ჩვენი სუვერენიტეტი, ღირსება საჭიროებს სუვერენიტეტის დაცვას და ჩვენი მთელი საქმიანობა ამაზე არის კონცენტრირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 32 წელი გავიდა.