როგორც არჩევნებში მონაწილეობას ვერ ბედავენ, ისე - სტრასბურგში სარჩელის შეტანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც არჩევნებში მონაწილეობას ვერ ბედავენ, ისე - სტრასბურგში სარჩელის შეტანას. მიზეზი მარტივია - იციან, რომ წააგებენ. რეალურად ყველამ იცის, რომ პენიტენციური სისტემა, სამედიცინო დაწესებულება სათანადოდ მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მათ სარჩელს ვერ ექნება პერსპექტივა და წაგების შიშით ვერ მიდიან სტრასბურგში“,- აღნიშნა კობახიძემ.
გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს ორი ინსტანციის უარი სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება-გადავადებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე პატიმრის ოჯახსა და უფლებადაცველებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ.