ირაკლი კობახიძე: საქართველოში ინიცირებული იყო ამერიკული კანონი და ეს გამოაცხადეს რუსულად, რაც ცინიზმია და მეტი არაფერი

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ინიცირებული იყო ამერიკული კანონი და ეს გამოაცხადეს რუსულად, რაც ცინიზმია და მეტი არაფერი

საქართველოში ინიცირებული იყო ამერიკული კანონი და ეს გამოაცხადეს რუსულად, რაც ცინიზმია და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც ამერიკაში არის ამერიკული კანონი, ის საქართველოში თურმე, რუსული ყოფილა.

„პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მიიღება კანონები უცხოელი აგენტების შესახებ. აქ მარტივი ლოგიკა არსებობს, ვიღაცას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მაგრამ ამის უფლება არ აქვს საქართველოს. ეს არის ერთადერთი ლოგიკა. რაც ამერიკაში არის ამერიკული კანონი, ის საქართველოში თურმე, რუსული ყოფილა. რაც ევროკავშირში არის ამერიკული, ის საქართველოში ყოფილა რუსული და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ გრძელ სიას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლინება. საქართველოში ინიცირებული იყო ამერიკული კანონი და ეს გამოაცხადეს რუსულად, რაც ცინიზმია და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცეებს არ სურთ იხილონ სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავიცავთ და შევინარჩუნებთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.