ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება ის პრობლემები, რაც არსებობდა

ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება ის პრობლემები, რაც არსებობდა

დიდი იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება ის პრობლემები, რაც არსებობდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან სათანადო თანამშრომლობა უზრუნველყოფილი იქნება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრობლემები, რაც არსებობდა ყველაფერი მოგვარდება აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში. ჩვენ მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის და ჩვენი მხრიდან სათანადო თანამშრომლობა ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანმა წარადგინა.