ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ სავადო თარიღებს:
- მიმდინარე წლის 31 მარტი, 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა;
- 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა
https://www.youtube.com/watch?v=uJCpbfl-sEM
ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის
https://www.youtube.com/watch?v=nAPiB6jbChU
საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას
https://www.youtube.com/watch?v=zJoln7nFaME
საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას
https://www.youtube.com/watch?v=Y0inKNc6m7o
მცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია იმ შემოსავალზე, რომელზეც არ ვრცელდება სპეციალური (მცირე ბიზნესის) დაბეგვრის რეჟიმი
https://www.youtube.com/watch?v=b8YMt5WFWhg
ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ
https://rs.ge/VideoInstructions
გზამკვლევები იხილეთ აქ
ხშირად დასმული კითხვები:
ფიზიკური პირებისთვის
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1
იურიდიული პირებისთვის
https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1