ჩვენი ხელისუფლების საგარეო კურსი ცალსახად არის ევროინტეგრაცია და ეს ხელისუფლების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ამ მიმართულებით ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, პირველ რიგში ეს არის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, რომელშიც სამწუხაროდ ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან ჩართული. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაშიც გაჟღერდება ეს მისწრაფება, ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ამ მიმართულებით კეთდება. ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს ხელისუფლების მონდომებას, რომ ყველაფერი გაკეთდეს ევროინტეგრაციისთვის და უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა კახიანმა.
მერე და რატომ, რატომ გიორგი, რაშია საქმე, ამდენი უბედურების და შეურაცხყოფის შემდეგ რაც კოლექტიურმა დასავლეთმა მოგვკერძა, მიუხედავად ლგბტ იდეოლოგიის თავს მოხვევის შეუწყვეტელი მცდელობისა... მაინც ჯიუტად რატომ იმეორებთ, ხელისუფლება რომ კურსი არის ევროინტეგრაცია?! მე სხვა ახსნა არ მაქვს, ალბათ მოჯადოებული ხართ!