ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გერმანიის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გაძლიერდეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.