სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ვაჭარაძეს და მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსს დავით მაღრაძეს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ვენახების კადასტრის შექმნის შესახებ ისაუბრეს, რომლის საშუალებითაც მოხდება შესაბამის ნაკვეთებზე ინფორმაციის შეკრება და მათი მუდმივი განახლება.
აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში მევენახეების ინტერესების დაცვას, ყურძნის ხარისხის ამაღლებასა და მეღვინეობის განვითარებას.