საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი აქციების შეთავაზებით მომხმარებლის წახალისებას ცდილობს. ამჯერად ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი აქცია - „გაორმაგებული გზავნილები“ დაიწყო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკში მიიღებს და მის მიერ განაღდებული გზავნილი რიგითობით მე-10 000 აღმოჩნდება, საჩუქრად თანხის ერთმაგ ოდენობას მიიღებს, თუმცა თანხა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. მაგალითად, თუ მომხმარებელი მობილბანკის მეშვეობით 300 $-ს გაანაღდებს, რომელიც მე-10 000 აღმოჩნდება, ის გაორმაგებულ თანხას, ანუ ჯამში 600 $-ს მიიღებს (ექვივალენტს ლარში) ხოლო, 4 000 $-ის შემთხვევაში ანგარიშზე 3 000 ლარი ჩაერიცხება.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების განაღდებასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ფულადი გზავნილის მიმღებ პირებს, რომლებიც გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებენ.
„საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ახალ და საინტერესო აქციებს სთავაზობს. ამჯერად ის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილით ისარგებლებს და თანხას საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებს, საჩუქრის სახით გზავნილის ერთმაგ ოდენობას მიიღებს. საჩუქარი ყოველ კვირაში ერთხელ, ერთ იღბლიან მომხმარებელს, მობილბანკში გზავნილის განაღდების დღესვე დაერიცხება. აქციის ფარგლებში საჩუქრის გადაცემისას, მომხარებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის სახელზე ან ანგარიშზე დავალიანება ფიქსირდება. აქციის ფარგლებში, გაორმაგებული გზავნილის მიმღები შესაბამის SMS-ს გზავნილის განაღდების შემდეგ, მომენტალურად მიიღებს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის, აქცია 18 ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გაორმაგებული თანხის მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია აქციის პირობების შესახებ იხილეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.