ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“!

ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“!

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა ,,CashBack’’ და სოციალური საწარმო „ბაბალე’’ მომხმარებელს სთავაზობს 50%-იან ქეშბექს. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი ბარათით. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი-200 ლარია.

„ბაბალეს“ საწარმოში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, მსურველები შეძლებენ მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას, რომლის შექმნაშიც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი განთავსებულია „ბაბალე“-ს ვებ-გვერდზე: https://babale.ge/ 

ნივთების გაყიდვით შესული თანხა მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებას.

„Cashback“-oს და „ბაბალეს“ მეგობრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და სამომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გვპირდება. 

როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება

გადაიხადე ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი

*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge. 

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. 

ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას მომხმარებელს ერთ პლატფორმაზე სთავაზობს.