საუკეთესო ხინკალი თბილისში

საუკეთესო ხინკალი თბილისში

ბევრი ტურისტი შემხვედრია, ვინც საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ტრადიციული ქართული ხინკალი დაეგემოვნებინა. ქართველებსაც გვაქვს შემდეგი ტრადიცია: წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დავაგემოვნოთ ეს უგემრიელესი ქართული კერძი.

ძირითადად ვეძებთ რესტორანს, სადაც ისეთ ხინკალს ამზადებენ, რომელიც გამორჩეულია გემოვნური თვისებებით. ის უნდა იყოს აუცილებლად ცხელი, წვნიანი, თხელი ცომით დამზადებული და მწვანილიანი ან უმწვანილო.

ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ, ვეგეტარიანელებს და ვეგანებსაც შეუქმნეს საკუთარი ხინკალი: სოკოს, კარტოფილისა და ყველისაგან დამზადებული.

მართალია, განსაკუთრებული ხინკლის მომზადებით ქართველების გაკვირვება რთულია, თუმცა მეორე გამოწვევაა ტურისტებს მოაწონო ის კერძი, რომელსაც ისინი პირველად აგემოვნებენ.

ხინკალი Bread&Wine-ში

ხინკალი Bread&Wine-ს რესტორანში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია. ტურისტები ტრიპედვაიზორზე, ხშირად აღნიშნავენ, რომ გემოვნური თვისებების გარდა, რესტორანმა ისინი პუნქტუალურობით და სტუმართმოყვარეობით მოხიბლა.

-        ‘’If you are in Georgia or planning a trip there and are wondering which Georgian restaurant to visit, believe me when I say ‘’Bread&Wine’’. No other restaurant fulfills orders as swiftly as this one. Not to mention their taste. It was an incredible experience.’’- წერს ჯორჯი.

რესტორანი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გაეცნო უცხო ქვეყნის კულტურას. აქ არის წარმოდგენილი: ტრადიციული სამზარეულოს კერძები, ძველი ქართული ინტერიერი და ნაციონალური მუსიკა. საუკეთესო გარემოა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად და გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად.

-        „My friend is planning a trip to Georgia. I visited your nation about a month ago. When he arrived in Georgia, he asked me what he should do first. I also advised him to go to the ‘’Bread&Wine’’restaurant. They make the best khinkali in Tbilisi here.“- წერს ემილი.

Bread&Wine და Adshub.ge

რესტორანმა Bread&Wine-მა განსაკუთრებულ წარმატებას გაციფრულების შემდეგ მიაღწია. სწორედ ციფრული მარკეტინგი დაეხმარა მას, დაეკავებინა მოწინავე პოზიცია თბილისის საუკეთესო რესტორნებს შორის. 

Bread&Wine გაციფრულება, ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, Adshub.ge-ს ანდო.

Adshub.ge სხვადასხვა კომპანიებს საკუთარი საქმიანობის გაციფრულებაში ეხმარება. ამისთვის ისინი ისეთ სერვისებს იყენებენ როგორებიცაა:

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
  • საძიებო სისტემის მარკეტინგი;
  • სოციალური მედია მარკეტინგი;
  • ქოფირაითინგი;
  • ვებგვერდის დამზადება.

სააგენტო ასევე აწარმოებს ონლაინ მაღაზიას adshubshop.ge, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ შეიძინონ ხელნაკეთი: ყელსაბამები, სამაჯურები, სარკეები, გულსაბნევები და ნახატები.