გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან

გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან

გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის.

ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

ამასთან, პარლამენტის წევრი ხდება თენგიზ შარმანაშვილი. შარმანაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ოფიციალურად უკვე დაწერა.