ზურაბ ქადაგიძე ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე: ყველაზე ამაზრზენი ის არის,  რომ  5 000 ლარი გადაუხადეს  თორნიკე შუკაკიძეს

ზურაბ ქადაგიძე ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე: ყველაზე ამაზრზენი ის არის,  რომ  5 000 ლარი გადაუხადეს  თორნიკე შუკაკიძეს

ან არ გიტყდებათ, ან სინდისი ნათხოვარი გაქვთ? სხვის ლექციაზე, რომ ასაღებ თავს სტუდენტად და თან ბოლოს გაგდებენ პანღურით, ცოტა უხერხულობას არ გიქმნით? - ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა, თანატოლის განზრახ დაზიანების გამო ნასამარლევმა თორნიკე შუკაკიძემ სცადა, რომელიც თსუ-ს სტუდენტი  არ არის. არსებული ინფორმაციით, ის ლექციიდან თავად სტუდენტებმა გააძევეს.

„ან არ გიტყდებათ, ან სინდისი ნათხოვარი გაქვთ?

სხვის ლექციაზე, რომ ასაღებ თავს სტუდენტად და თან ბოლოს გაგდებენ პანღურით, ცოტა უხერხულობას არ გიქმნით?

თან ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 5 000 ლარი გადაუხადეს ამ შუკაკიძეს, აი ამ თითლიბაზობაშიო...

მდაა...

ფილმ "დაბოლილებში" რომ მარიხუანას გამყიდველი, თავს სტუდენტად ასაღებს და 80 დოლარად ყველაფერზეა წამსვლელი, ისეა ამათი საქმე...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.