„ქრონიკის“ ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის შედეგად 50-მდე მოქალაქეა დაკავებული

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის შედეგად 50-მდე მოქალაქეა დაკავებული

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებულია 50-მდე მოქალაქე, დამწვარია ავტომობილები, ჩამსხვრეულია საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრები.

დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები, დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა და აღჭურვილობა.

რაც შეეხებათ დაკავებულებს, კონკრეტული ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არის „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.