ნედ პრაისი აგენტების ამერიკულ კანონზე: ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს პარტნიორობა საქართველოს მოსახლეობასთან

ნედ პრაისი აგენტების ამერიკულ კანონზე: ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს პარტნიორობა საქართველოს მოსახლეობასთან

ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს პარტნიორობა საქართველოს მოსახლეობასთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა აგენტების შესახებ ამერიკული კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.