რუსი უფლებადამცველი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ე.წ. შტაბის ხელმძღვანელი მარკ ფეიგინი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.
"მშვენიერი ღამე თბილისში! ქართველ ხალხს შეუძლია, დღესვე დაასრულოს მოსკოვის პროტექტორატი! წინ, ძმებო!“ - წერს ფეიგინი Twitter-ზე.
ამასთან, ფეიგინი უკვე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აქციის მონაწილეებს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„თბილისში მომიტინგეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან. მომიტინგეთა ნაწილმა ციხის საავადმყოფოსთან უნდა გადაინაცვლოს, რათა მიშა გამოუშვან! იმოქმედეთ! - წერს ფეიგინი.