აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველს კვერცხები ესროლეს

აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველს კვერცხები ესროლეს

ახლად არჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს, რომელიც თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტთან შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.