ლევან იოსელიანი: გამოითქვა სკეპტიციზმი, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რაც აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა

ლევან იოსელიანი: გამოითქვა სკეპტიციზმი, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რაც აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა

გამოითქვა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი. ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, სადაც ნათლად წერია, რომ სახალხო დამცველმა უნდა დატოვოს ყველა პოლიტიკური თანამდებობა, უნდა დატოვოს პოლიტიკა, პარტია, თუ ის არჩეული იქნება სახალხო დამცველად, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ არჩევამდე სახალხო დამცველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ეს ჩანაწერი გულისხმობს სწორედ ამას. ეს სკეპტიციზმი, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი კონსტიტუციის 35-ე მუხლის შინაარსთანაც“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს მოუსმინეს.